მედია - ისრაელმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო, რომლის მიზანი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მტკიცებით, „ჰამასის“ ამოძირკვაა, - ინფორმაციას Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის შეტევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის მაღალჩინოსან წევრებს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

„უნდა გვახსოვდეს, ვისთან გვაქვს საქმე - და ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ძალადობასა და ბარბაროსობას მიუძღვნეს. როდესაც ამ მკაცრ რეალობას ვუპირისპირდებით, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რომ არსებობდეს მისი დასრულების ერთგვარი მშვიდობიანი, დიპლომატიური გზა, ასევე უნდა ვიყოთ მზად იმ შესაძლებლობისთვის, რომ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა რუბიომ.

ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ რუბიომ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, მაგრამ სურს მისი სწრაფად განხორციელება და რაც შეიძლება მალე დასრულება.

„რუბიომ არ შეუშალა ხელი სახმელეთო ოპერაციას“, - განაცხადა ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში