ბაზისბანკის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026” იწყება

ბაზისბანკი განაგრძობს ახალი თაობის განათლების პროექტების მხარდაჭერას. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026“ იწყება.

პროექტის მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება და პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდება მასწავლებელი, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს ყველაზე ეფექტურად და ინოვაციურად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ პედაგოგს, რომელიც ფინანსური წიგნიერების მიმართულებით აქტივობებსა და პროექტებს ახორციელებს.

საკონკურსო განაცხადის ფორმა და პირობები გამოქვეყნდება „ფინედუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.finedu.gov.ge 2026 წლის 15 მაისს და აღნიშნულის გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

დეტალურად კონკურსის პირობებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

(R)

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა