შალვა პაპუაშვილი - საქართველო არ არის დაბალი ღობე, ამიტომ ევროკავშირის ელჩმა და სხვა საელჩოებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას - დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება

საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ამიტომ როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას - დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმა პასუხი უნდა გასცეს ძალიან მარტივ შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა ევროკავშირის მოქალაქეების ფულით იმ ადამიანის დაფინანსებას, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე.

„ჩვენ რაც ვნახეთ, არის შემდეგი: გაირკვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად და ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ პარალელსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე და ზუსტად იგივე მორალის, იგივე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს, სამწუხაროდ, საქართველოში საუბარი და ფაქტია, რომ ეს ადამიანი ფინანსდება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი შეიძლება ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებით, მაგრამ ხომ გაიგო უკვე რამდენიმე დღეა და იმ განცხადებებზე, ალბათ, უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ პაველ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით, ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ როდესაც ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ და ქილიკობენ ადამიანის გარდაცვალებაზე, იქ ჩუმდებიან და ემალებიან ქართულ საზოგადოებას. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნება, რომ ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს ამ კითხვებს და კითხვა არის მარტივი, აპირებს თუ არა ის, გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე.

საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღიზიანებს, როდესაც მას უყურებენ ზემოდან. ამიტომ, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე