ანდრეი სიბიგა - დამატებითი ზეწოლით პუტინი გააცნობიერებს, რომ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს და პირადად მას - დავასრულოთ ეს ომი რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეწყვეტით

პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, გააგრძელოს მოქმედება სრული დაუსჯელობის განცდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ყველა ევროპელ მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს, „დიდ შვიდეულსა“ და სხვა ქვეყნებს, დაუყოვნებლივ განახორციელონ მაქსიმალური ზეწოლა მოსკოვზე.

„მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დაფინანსების შეჩერებისა და რუსეთის ომის მანქანის რესურსების გამოფიტვისკენ. ეს შეიძლება და უნდა იყოს კოორდინირებული ნაბიჯები ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახლავე და არა მოგვიანებით“, - აცხადებს სიბიგა.

მისი მტკიცებით, რუსეთის ეკონომიკა ისედაც ცუდ მდგომარეობაშია.

„სერიოზული დამატებითი ზეწოლით პუტინი გააცნობიერებს, რომ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს და პირადად მას. მოდით, დავასრულოთ ეს ომი რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეწყვეტით“, - წერს სიბიგა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა