ირაკლი კობახიძე - ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან  სხვა არაფერია, თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება - ასეთი საქციელი არ ეკადრება არცერთ ელჩს

ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებს არ ეკადრებათ მსგავსი საქციელი.

„რაც შეეხება ჰოლანდიის ელჩის შეხვედრას ხოშტარიასთან, ეს არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ეს არის, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ელჩები ასე არ უნდა იქცეოდნენ, არ ეკადრება არც ერთ ელჩს ასეთი საქციელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერი „ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ მისი ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვას’, კობახიძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება მსგავსი ფაქტი ნიდერლანდების ელჩმა შეაფასოს.

„ალბათ, კარგი იქნება, ნიდერლანდების ელჩმა შეაფასოს ასეთი ფაქტები. თქვენ ხედავთ რამდენად უხეშად მუშაობს ორმაგი სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში. არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს რუსეთის ბიუჯეტიდან, ხაზინიდან, ერიცხებათ თანხები. ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკისა და ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თვითონ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს. ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ამ ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს, 30 კაცი, და ხან მიდიან რუსთაველის გამზირს კეტავენ და ა.შ. ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით. ყველა არის ყალბი, ყველა ეს ადამიანი არის ყალბი და ერთადერთი მათ რაც ამოძრავებთ, არის დაკვეთა, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან, ეს არის ფული, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს ეს სპეცსამსახურები მოქმედებენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში