პრემიერი - ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი  უბანი, როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ძალიან შემაშფოთებელია

როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე, ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა.

„როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენი დეტალები უნდა გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული პირი პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე, ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას. დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში