დონალდ ტრამპი - პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როგორც ჩანს, ოთახში მათთან ერთად უნდა ვიყო - ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს და ევროპამ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს

ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს და ევროპამ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს. ისინი მხოლოდ საუბრობენ, მაგრამ მათ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ „ტანგოსთვის ორია საჭირო“.

„პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როგორც ჩანს, ოთახში მათთან ერთად უნდა დავჯდე, რადგან თავად მათ ეს არ შეუძლიათ. მათ შორის დიდი სიძულვილია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე