„საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის“ მონაწილეები - ფიზიკური საფრთხე დღითი დღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას ვაკისრებთ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის“ მონაწილეები გუშინ, ბესიკის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

მარშის ორგანიზატორების განცხადებით, თავდასხმა შემთხვევითი არ იყო და მას „მიზანმიმართული პროვოკაციის სახე“ ჰქონდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პოლიციის უმოქმედობა და მოძალადეების დაუსჯელობა საფრთხეს ზრდის.

მათი თქმით, არ აპირებენ ბრძოლაზე უარის თქმას და გააგრძელებენ პროტესტს, სანამ „მოძალადეები არ დაისჯებიან და ხალხი არ დაიბრუნებს სამართალსა და დემოკრატიას“.

„15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. აქედან, ერთს იარაღი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, ჩვენმა თანამებრძოლმა - ლევან ჯობავამ მოახერხა პირის განიარაღება, თუმცა რომ არა მოქალაქეების სწრაფი რეაგირება, არ ვიცით, რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო წუხელ.

უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენს წინააღმდეგ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ.

რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა, მოძალადეების დაუსჯელობის სინდრომი თუ თავად სამთავრობო მედიებისა და მათთან ასოცირებული არხების მიერ წარმოებული პროპაგანდა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ უმალავს მაყურებელს ძალადობის შესახებ ინფორმაციას, ხოლო იმედი კიდეც ახალისებს პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმას.

აქვეყნებენ ჩვენი თანამებრძოლების საცხოვრებელ მისამართებს; თავიანთ სახლებში ყოველდღიურად ატერორებენ, აშინებენ მათ მცირეწლოვან შვილებს და ოჯახის წევრებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიზიკური საფრთხე დღითი დღე მატულობს.

რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას ვაკისრებთ!

ჩვენ პირველი დღიდან ვიბრძვით სიმართლისთვის და მიუხედავად იმისა თუ რა ბინძური გზებით შეეცდება რეჟიმი ჩვენთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ დანებებას; ვიბრძოლებთ მანამ სანამ მოძალადეები პასუხისგებაში არ მიეცემიან, არ დაისჯებიან ის ძალოვნები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები აწამეს, სანამ რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და მანამ, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს სამართალსა და დემოკრატიას!

სიმართლისთვის ბოლომდე!”,- ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს