“ლელო-ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

“ლელო-ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

კოალიციისა და პარტიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ავლაბარში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “გახარია საქართველოსთვის” წევრი სოფო ხორგუანი იქნება, ვაზისუბანში “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი სიორიძე, ხოლო ისნის ოლქში “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი ვიკა ფილფანი იქნება.

“მივესალმები ყველას, ვისი მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მარწუხებიდან დაიხსნას და დაიბრუნოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თბილისი, ჩვენი ქალაქები და ჩვენი სოფლები. მივესალმები ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული რუსულ რეჟიმს. მივესალმები ყველას, ვინც აქციებზე მშვიდობიანად იბრძვის - ეს ჩვენი ბრძოლაა, თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის მრავალსაფეხურიანი და ერთ-ერთი საფეხური არის სწორედ 4 ოქტომბრის არჩევნები და ამიტომ, ჩვენი კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მასში მონაწილეობას ვიღებთ, როგორც ბრძოლაში და გვაქვს თქვენი იმედი.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაზისუბანში, სადაც ცხოვრობს არაჩვეულებრივი ხალხი, მაგრამ მათთვის აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო. აქ არის უამრავი ავარიული სახლი. მე და ჩვენი მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ვიყავით რამდენიმე ასეთ სახლში და წარმოუდგენელი იყო რაც იქ ვნახეთ, განსაკუთრებით, მერვე ლეგიონის დასახლებაში, რომელიც თავის დროზე დროებით საცხოვრისად შეიქმნა კომუნისტების დროს და რომელთა უმრავლესობასაც ექსპლუატაცია დიდი ხანია გასული აქვთ. წარმოუდგენელია, მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიულ სახლებში როგორ ცხოვრობენ ადამიანები თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად და კორუმპირებული კალაძე არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მისცეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა”, - მიმართა ამომრჩეველს ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს