გაერთიანებულ სამეფოში, დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის  ფოტოებით უინძორის ციხესიმაგრის განათების გამო, ოთხი ადამიანი დააკავეს

გაერთიანებულ სამეფოში ოთხი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც უინძორის ციხესიმაგრის ერთ-ერთი კოშკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და გარდაცვლილი ფინანსისტის, სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის ფოტოებით გაანათეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე მომიტინგეებმა უინძორის ციხესიმაგრესთან ახლოს, სადაც დღეს გაერთიანებულ სამეფოში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტს მეფე ჩარლზი უმასპინძლებს, ტრამპისა და ეპშტეინის ფოტოებით უზარმაზარი ბანერი გამოფინეს.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოების უკანონოდ გამოფენის შემდეგ მავნე კომუნიკაციაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა კოშკი ასევე გაანათეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატი“ წევრების მიერ გამოქვეყნებული წერილის გამოსახულებითაც, რომელიც, წერილის გამავრცელებლების მტკიცებით, დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღის მისალოცად 20 წელზე მეტი ხნის წინ გაუგზავნა, ასევე გამოსახეს ეპშტეინის მსხვერპლთა ფოტოები.

შეგახსენებთ, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაიცვალა. მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ არ არსებობს „კლიენტების სია“ ან რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეპშტეინი ცნობილ ადამიანებს აშანტაჟებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს