არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი - ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები - არ ვიცოდი, არასრულწლოვანი რომ იყო, მერე გავიგე, მე ვარ თავმოყვარე ქალი და დედა

მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს ამ ეტაპზე არაფერს არ ვიტყვი, - ამის შესახებ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულმა მკლავჭიდელმა ქალმა, ხატია ვიბლიანმა მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ის მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ პირი, ვის მიმართაც მას ძალადობას ედავებიან, არ იცოდა, არასრულწლოვანი რომ იყო.

„რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე... მე გიჟი არ ვარ... მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე. გამოძიების დაწყების შემდეგ, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე",- განაცხადა ვიბლიანმა.

კითხვაზე, სრულწლოვანი რომ ყოფილიყო, ძალადობა გამართლებულია თუ არა, მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები.

ამას [ძალადობას] ვაღიარებ, მაგრამ ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან",- განაცხადა ვიბლიანმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, აქვს თუ არა დაკავების მოლოდინი, როგორც ის აცხადება, "ყველაფრის სამართლიანად ჩავლის იმედი აქვს".

ხატია ვიბლიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რამდენიმე წუთში უნდა იმსჯელონ.

დაცვის მხარე ვიბლიანის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ამ დროისთვის პროკურატურის შუამდგომლობა უცნობია.

ცნობისთვის, ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა