„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, უჭირს გადაადგილება - დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, მას უჭირს გადაადგილება - დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება, ამაზე შუამდგომლობას ადვოკატები დააყენებენ, - ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს.

„ეს წუთია ნინო დათაშვილის ადვოკატებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს და მათი ინფორმაციით, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ნინოს უჭირს გადაადგილება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობას ნინო დათაშვილის ადვოკატები დააყენებენ.

ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს.

ნინო დათაშვილის საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი