დიმიტრი ხუნდაძე დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე - შესაძლოა, ესეც იმ სქემის ნაწილი იყოს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოხდეს და დესტრუქციულ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის ხელი შეეწყოს

შესაძლოა, ესეც იმ სქემის ნაწილი იყოს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოხდეს და დესტრუქციულ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის ხელი შეეწყოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2022-2024 წლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურამ ერთი პირი დააკავა.

მისი თქმით, რა თანხაა, საიდან არის და რა მიზნით გამოიყენებოდა, ეს გამოძიების საკითხია და უმოკლეს დროში იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი.

„რა თანხაა, საიდან არის და რა მიზნით გამოიყენებოდა, ეს გამოძიების საკითხია და ვფიქრობ, უმოკლეს დროში იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურდება ზეწოლები როგორც განცხადებებით, ასევე რეზოლუციებით, ფულის მოწოდებით, ტროტილებით, „ჰექსოგენებით“ და რევოლუციური გზამკვლევებით. შესაძლოა, ესეც ამ სქემის ნაწილი იყოს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოხდეს და დესტრუქციულ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის ხელი შეეწყოს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, რა კავშირია ხელისუფლების შეცვლასა და 600 მლნ დოლარს შორის, ხუნდაძემ უპასუხა, რომ შესაძლოა ეს კავშირი იყოს.

„ვთქვი, რომ შესაძლოა ეს კავშირი იყოს. ეს უნდა დადასტურდეს გამოძიებით, მაგრამ როცა წრე იკვრება და ისეთი მოცემულობა დგება, რომ ოპოზიციას დესტრუქციისთვის აწვდიან „ჰექსოგენს”, მოლოტოვის კოქტეილებს, ამარაგებენ რეზოლუციებით, რევოლუციური გზამკვლევებით, გაკვეთილებით, თუ როგორ უნდა მოახდინონ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა, შესაძლოა, ესეც ამ სქემის ნაწილი იყოს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ეს 600 მილიონი დოლარი გავლენიანი მფარველების გარეშე ვინმეს გაეთეთრებინა ქვეყანაში, ხუნდაძე ამბობს, რომ „თუ ვინმე მფარველობდა და მით უმეტეს ხაზი მიდის დესტრუქციისკენ, რომელიც დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს, რა თქმა უნდა, პასუხისგების გარეშე არავინ დარჩება“.

„არ არის ახალი, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფულით, ასაფეთქებლებით და რეზოლუციებით გარედან მარაგდებიან, ვფიქრობ, რომ კვალი შეიძლება იგივე იყოს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

კითხვაზე, მიდის თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ხუნდაძემ უპასუხა, „რა საფუძველია, რომ კვალი მათთან მიდიოდეს და არა დესტრუქციულ ოპოზიციასთან. ეს მათი და მათი დამკვეთების ხასიათი და სურვილია“.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე