შალვა პაპუაშვილი - დღეს აშშ-სა და ბრიუსელს შორის ღირებულებითი უფსკრული არსებობს

დღეს აშშ-სა და ბრიუსელს შორის ღირებულებითი უფსკრული არსებობს - მას შემდეგ, რაც აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარეს, ხოლო ბრიუსელი მთელს ამ პროცესს ჩამორჩენილია, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში დასძინა, რომ „ევროკავშირი ამოვარდნილია იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს სამყაროშია“.

„ყველა ძალადობას გმობს, ევროკომისიის პრესსპიკერი გამოდის და ძალადობას უჭერს მხარს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და იმ „ენჯეოებს“ აფინანსებს, რომლებიც დემოკრატიული ჩარჩოებიდან არიან გასული. „ენჯეოები“, რომლებიც იმის შესახებ საუბრობენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები უნდა ჩაშალონ და 4 ოქტომბრის ძალადობის ორგანიზების მონაწილეები არიან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ხოლო ელჩი ქართველ ხალხს იმის ღირსადაც არა თვლის, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე