შალვა პაპუაშვილი - ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული - როცა ვხედავთ, ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესსპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთებაა

ამ მდგომარეობაში თავად ბრიუსელმა მიიყვანა საკუთარი თავი, რომ მის თავს აიგივებს ძალადობასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას.

მისი თქმით, ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესსპიკერის მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას მიმართ, არის ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება.

„ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ელენე ხოშტარია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესსპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. ფაქტობრივად, ჩვენ რაც მოვისმინეთ პრესსპიკერის მხრიდან, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება. ამის შემდეგ ყველა ამგვარ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულსა თუ ძალადობაზე, რომელიც წამოვა ამ ჯგუფებისგან, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ევროკავშირის თუ ბრიუსელის შესაბამისმა ინსტიტუციებმა, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ, რომელიც დღემდე არ ემიჯნება ძალადობას, მათ შორის, იმ მოძალადეებს, რომლებსაც თავად აფინანსებს. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობისკენ და რომელიც ქილიკობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. ასეთ ადამიანს აფინანსებს ევროკავშირის საელჩო და საზოგადოებას იმის ღირსადაც კი არ თვლის, რომ წუხილი მაინც გამოთქვას, რაღაც მაინც თქვას, ერთი სიტყვა გაგვაგონოს - საერთოდ ეს არათუ ევროპულ, რაიმე გალაქტიკურ ღირებულებებში მაინც თუ ჯდება, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობისკენ მოუწოდებს და ამას აფინანსებ ევროკავშირის მოქალაქის ფულით. ამიტომ, სამწუხაროა, თუმცა ამ მდგომარეობაში თავად ბრიუსელმა მიიყვანა საკუთარი თავი, რომ მის თავს აიგივებს ძალადობასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს