ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის იმ სამი წლის განმავლობაში, როცა რთული პროცესები გამოვიარეთ

ირაკლი ღარიბაშვილთან მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდშიც იყო კომუნიკაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა გამოვლენილი კორუფციული და სხვადასხვა დანაშაულებრივი ფაქტები, ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რატომაც კრიმინალთან ამ დრომდე სათანადო ბრძოლა ვერ მოხერხდა და არავის პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი.

პრემიერის თქმით, პასუხისმგებლობას თავადაც ინაწილებს, რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.

„ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა უამრავი გამოწვევა, მათ შორის გარედან ხელოვნურად შექმნილი გამოწვევები. როდესაც რთული პოლიტიკური პროცესები გაქვს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს ომი, ამ ფონზე არის ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ასეთ დროს შეიძლება რაღაცებს ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება ობიექტური მიზეზების გამო და აქ არავის პასუხისმგებლობაზე არ ვსაუბრობთ. მეც შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობა, თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა ობიექტური მიზეზები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, შეუძლია იგივე დამოკიდებულება დააფიქსიროს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რაც აქამდე ჰქონდა.

„რასაც ვამბობდი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, შემიძლია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი იგივე დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის იმ სამი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან მოყოლებული, როცა რთული პროცესები გამოვიარეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა