ლევან სანიკიძე - ჯო უილსონთან ვისაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე, პოლიტიკური პატიმრების საკითხზე და საფრთხეებზე, რასაც ხელისუფლების ჩინურ-ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის

კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე. ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს და საფრთხეებს, რასაც ხელისუფლების ჩინური და ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძის განცხადებით, ტყუილია, რომ „მეგობარი აქტის“ საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიდ მეგობართან, კონგრესმენ ჯო უილსონთან, სადაც საკითხი და საუბარი შეეხებოდა „მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დღის წესრიგშიც აღარ არსებობს, რაც არის ცალსახად ტყუილი. აგრეთვე ვისაუბრეთ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დაკავებაზე. ვისაუბრეთ იმ ჩინურ და ირანულ კავშირებზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს და ვგრძნობთ იმ პარტიულ მხარდაჭერას, რომელიც მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა