გიორგი ბარამიძე - ყველა მიზანში ვართ ამოღებული, ხაბეიშვილი ყელში გაეჩხირათ, რადგან შიგნიდან გამოჰქონდა ინფორმაცია - არ აწყობდათ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის ერთ-ერთი ლიდერი გარეთ, იციან, რომ ქართველმა ხალხმა ისინი გაშიფრა და ეშინიათ

ყველა მიზანში ვართ ამოღებული და ლევან ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში ყელში გაეჩხირათ იმიტომ, რომ შიგნიდან გამოჰქონდა ინფორმაცია, რაც შემდეგ დასტურდებოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლებას არ აწყობდა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის ერთ-ერთი ლიდერი“ თავისუფალი ყოფილიყო.

„ლევან ხაბეიშვილი აქტიურად, წინმსწრებად ამხელდა რეჟიმს. ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, ვის დაიჭერენ, ვის მიადგებიან და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათ, ამ შიდა კლანურ ამბავში, არ აწყობდათ ასეთი ადამიანი გარეთ, ისევე, როგორც არ აწყობდათ 4 ოქტომბრის მოძრაობის, ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის ერთ-ერთი ლიდერი.

ყველა მიზანში ვართ ამოღებული და ლევან ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში ყელში გაეჩხირათ სწორედ იმიტომ, რომ შიგნიდან გამოჰქონდა ინფორმაციები, რაც შემდეგ დასტურდებოდა. მეორე მხრივ, 4 ოქტომბერი აქვთ გამოჩხერილი კისერში, ეშინიათ. იციან, რომ ქართველმა ხალხმა ისინი გაშიფრა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის მტკიცებით, რეალური ბრძოლა 4 ოქტომბერს ქუჩში იქნება და არა საარჩევნო პუნტებზე.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ნიღაბი ჩამოიხსნა და მისი არჩევნებში მონაწილეობა სამარცხვინოა და „ქართული ოცნებისთვის“ სამსახურის გაწევაა.

„რეალური ბრძოლა მიდის ქუჩაში და არა იქ, სადაც რუსული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ე.წ. არჩევნებში, სადაც მონაწილეობა სამარცხვინოა და იმედია არცერთი ნორმალური ქართველი ამ სპეცოპერაციის პუნქტებზე არ მივა და ამით გარკვეულ ლეგიტიმაციას არ მისცემს ამ რეჟიმს. [პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ] ღალატობენ საქართველოს ინტერესებს. გახარია ჩვეულებრივი ქოცია, თვითონაც ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა, პარლამენტშიც შევალო. მისი პარტიის წევრები შევიდნენ, დარეგისტრირდნენ და არიან. მათ უარი არ თქვეს პარლამენტის მანდატებზე. გაუჭირდათ ქოცებს, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება გარკვეული ლეგიტიმაცია და სწორედ ამას ემსახურება გახარიას ნიღბის ჩამოხსნა, თუმცა ისედაც ვიცოდით, რომ „ქოცი“ იყო“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის