მედია - მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლების მოსყიდვასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი პირების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლების მოსყიდვასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი პირების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოლდოვის პოლიციის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ჩხრეკა რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და მას განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურა (PCCOCS), განსაკუთრებული დანიშნულების პოლიციის fulger-ის რაზმი და გამომძიებლები აწარმოებენ.

მედიის ცნობით, ჩხრეკები ამომრჩევლების მოსყიდვას, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების უკანონო დაფინანსებას და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს