კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს არ ეწვევა - რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის

რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისა და ამ ქვეყნის მომავლისთვის,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ის ფაქტი, რომ ევროკომისარი მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს არ ეწვევა.

კახა კალაძის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილებები განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება „არ დაემორჩილა მათ შანტაჟსა და მუქარას მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით“.

„ქვეყანა არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს, ქვეყანა არ დაემორჩილა მათ შანტაჟს, მუქარებს, შეურაცხყოფებს, რომ ჩავრთულიყავით ომში, გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს, რომლებიც დამღუპველი იქნებოდა ეკონომიკურად და კატასტროფის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. არ დავემორჩილეთ, იმიტომ, რომ სისულელეებს არ გავაკეთებთ - საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და საკუთარ თავს არ დავიზიანებთ. ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქართველი ხალხის წინაშე. ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაითავისოს, რომ ქართველი ხალხის წინაშე გვაქვს აღებული ვალდებულება და არა ვიღაცების წინაშე გარედან, როგორც მათ აქვთ სურვილი. ქართველი ხალხი არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, პირველ რიგში, რომ ამ ქვეყნის ინტერესი დავიცვათ და ქართველი ხალხის ინტერესები დავიცვათ და ეს ადამიანები აგრძელებენ შეურაცხყოფებს, ცილისწამებას, მუქარას, შანტაჟს, რის გამო?! - იმის გამო, რომ ჩვენ ხარაკირი არ გავიკეთეთ“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა