ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე ლაშა მაისურაძეს პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ სანდრო წივწივაძის ადვოკატის გიორგი ბარდაველიძისთვის საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე ლაშა მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, პატიმრობა შეეფარდა მიმალვაში მყოფ დავით მიქაძესაც.

დავით მიქაძის ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.

„პატიმრობას დაცვის მხარე არ ეთანხმება იმ მიზეზით, რომ ამ საქმეში ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა. ეს ხელოვნურად შექმნილი აბსურდული ბრალდებაა, სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე ყველაფერი გამოჩნდება და გამამართლებელი განაჩენი დადგება. საქმეში არ არსებობს ტელეფონი, არ არსებობს ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ურეკავდა, საქმეში მხოლოდ 3 ჩვენებაა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს გამორიცხავს. [ტელეფონები] ამოღებულია, თუმცა გამოძიებას ინფორმაცია არ აქვს, თუ რა სახის ინფორმაცია არის ტელეფონებში.

აბსოლუტურად გამოვრიცხავ დავით მიქაძის მხრიდან, გიორგი ბარდაველიძესთან რაიმე სახის კომუნიკაციას. ეს ახალი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც 7-დან 10-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ეს ხელოვნურად არის შექმნილი, რომ გამყარდეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი სხვა სისხლის სამართლის საქმე“,- განაცხადა დავით მიქაძის ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ.

ცნობისთვის, ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ფაქტზე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და ლაშა მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შსს-ს ცნობით, ლევან მაისურაძემ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე დაითანხმა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

შეხვედრისას მაისურაძემ მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დავით მიქაძეს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს და დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები