აქტივისტ ნიკა ნარსიას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ნიკა ნარსიას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ნიკა ნარსიას ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე აცხადებს, აქტივისტის მიმართ რუსთაველზე გზის გადაკეტვისთვის მარტი-აპრილის პერიოდში 19 ოქმი იყო შედგენილი აქედან 3 ხანდაზმულობის გამო გაბათილდა, ხოლო დანარჩენ ოქმებთან დაკავშირებით, მოსამართლემ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკა ნარსიას ცნობით, მას ასევე გადასახდელი რჩება, თებერვლის თვეში 28 ჯარიმის საფასური.

ამ დროისთვის, ნიკა ნარსია საქართველოში არ იმყოფება. მას, სავარაუდოდ, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე