პრემიერი - ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს - ამდენი ფული რომ დაეხარჯათ ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც

ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ფარას" მიერ „ნაციონალური მოძრაობისა" და ამერიკული იურიდიული კომპანიის კონტრაქტის გამოქვეყნებას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას ამდენი ფული რომ დაეხარჯა ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც.

„თუმცა, ამის ნაცვლად, ისინი ფულს ხარჯავენ გარე ლობისტებთან, იმისათვის, რომ ვიღაც უცხოელი ჩინოვნიკის გული მოიგონ. ასეთი სახით სახალხო პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ ვმუშაობთ და კომუნიკაცია გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვაკეთებთ საქმეებს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ხალხის მხარდაჭერაზეც, მათ შორის, არჩევნებზე. იგივე დროს, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს. ასე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში