სოფო ჯაფარიძე - ლევან ხაბეიშვილის ხმისაც კი ეშინიათ - „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს წამზომი ჩაურთო, 4 ოქტომბერი არის „დედლაინი“

ლევან ხაბეიშვილს ფაქტობრივად ყველაფერი შეუზღუდეს. ეს არის ლევანის მიმართ დაუოკებელი, პანიკური შიში, მისი ხმისაც კი ეშინიათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილი რასაც ქართველ ხალხს დაჰპირდა, იმის შესრულებას ოთხ კედელში გამომწყვდეულიც კი შეძლებს.

„ლევან ხაბეიშვილს აუკრძალეს სატელეფონო კომუნიკაცია, აუკრძალეს პაემნები, წერილების გაგზავნა. მასთან წერილის შეტანაც კი შეუძლებელი გახდა. მათ სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ ლევანს ამ ყველაფრით გააჩერებენ. რაც ქართველ ხალხს დაჰპირდა, ლევანი მას ოთხ კედელში გამომწყვდეულიც კი შეძლებს.

ჩვენ ყველა გავერთიანდით პაატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირის გამო, იმ სულისკვეთების გარშემო, რასაც საქართველოს გამარჯვება ჰქვია, რასაც საქართველოს თავისუფლება ჰქვია და რაც აუცილებლად მოხდება 4 ოქტომბერს. მთავარია რომ ვიწამოთ, დავიჯეროთ და ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა. პროცესი დაიწყო 28 ნოემბერს და აუცილებლად უნდა დასრულდეს 4 ოქტომბერს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს „წამმზომი ჩაურთო. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი“.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი „ვარდების რევოლუციის“ მსგავსი იქნება და ამ დღეს „თმის ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეს არცერთ ჩვენს მოქალაქეს“.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მშვიდობიანი რევოლუცია - ვარდების რევოლუცია. ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის და რასაკვირველია ეს დღეც იქნება ასეთი. 4 ოქტომბერს, თმის ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეს არცერთ ჩვენს მოქალაქეს, ამაზე ზედმეტი საუბარიც კი არ ღირს. ეს დღე იქნება საქართველოს გამარჯვების დღე, ღირსეული ადამიანების გამარჯვების დღე, აუცილებლად ასე იქნება“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს