ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის

ორი ოპოზიციური ძალის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, ევროპის დედაქალაქის მერისგან მხარდაჭერის და მომავალი თანამშრომლობის პირობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფილიპ კლოზიმ მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში მიიღო.

„ქალაქ ბრიუსელის მერთან შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად და ბევრი ვისაუბრეთ თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალებზე როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.

ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის.

სამწუხაროა, რომ თბილისის რუსი მერი ვერ ჩამოდის ევროპულ დედაქალაქებში და ვერ ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე.

კალაძე ვერ ხვდება საქართველოს მოქალაქეებს, ის ვერ ხვდება ევროპელ კოლეგებს და ეს ყველაფერი უკან ხევს და იზოლაციაში აქცევს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა