მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის განცხადებაზე - რიტორიკა შეატრიალონ, რადგან ისინი პუტინის რუსეთის მსტოვრები არიან საქართველოში

ბრიუსელში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქალაქშია, გადმოვიტანოთ თბილისში, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელის მერთან, ფილიპ კლოზისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფილიპ კლოზიმ ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბრიუსელის მერთან. ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქალაქშია, გადმოვიტანოთ თბილისში - ეს ეხება ისტორიული ცენტრის აღდგენას, ეხება სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას, ეხება სკოლებისა და საავადმყოფოების ძალიან დიდ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ბრიუსელის მერია მართავს, იმ სოციალური პროგრამების, რომელიც ქალაქში არის დაგროვილი.

მე ვფიქრობ, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპული ტიპის თბილისის აღმშენებლობასა და მშენებლობაზე, სწორედ ასეთი ტიპის ქალაქის გამოცდილება უნდა იქნეს გამოყენებული. შევთანხმდით, რომ ბრიუსელის მერიის სამსახურები მჭიდრო კავშირში იქნებიან ჩვენს პარტიასთან და თბილისის მომავალ მუნიციპალიტეტთან და ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი იმისა, რომ თბილისი იქნება ერთ-ერთი გამრღვევი და თბილისი იქნება ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორი ტიპის ევროპული ქალაქი უნდა ავაშენოთ ჩვენ.

ბრიუსელის მერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოთქვა ირაკლი კუპრაძის კანდიდატურის მიმართ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ქალაქის მერიასთან და მე ვფიქრობ, რომ ახლა კონცენტრირება არის ამ საკითხზე, ვინაიდან არჩევნებია და ეს საკითხი იქნება ახლა დღის წესრიგში”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერი მათი ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ თავიანთი რიტორიკა უნდა შეატრიალონ, რადგან ისინი საქართველოში “პუტინის პირდაპირი მსტოვრები არიან”.

„მინდა ვთქვა, რომ უკვე სამარცხვინოა ეს ე.წ. ხელისუფლება და მთავრობა, კობახიძე იქნება თუ დედაქალაქის ახლანდელი მერი, კალაძე და მათი რიტორიკა. მიმაჩნია, რომ პასუხის გაცემაც კი არ არის საჭირო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, რომ დავალებას ქართველი ერის, ქართველი ხალხის არჩევანის, მათი თავისუფლების, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ - რუსულ დავალებას ასრულებს “რუსული ოცნება” საქართველოში, მათი ე.წ. კრიმინალური გაერთიანება, რომელიც საქართველოში ათეთრებს 700 მილიონ დოლარს და, პრაქტიკულად, მთელმა საქართველომ დაინახა, რომ პირდაპირ გადაჯაჭვული არიან კრიმინალურ სამყაროსთან. ქართველი ხალხი ამას ბოლოს მოუღებს. ეს რიტორიკა შეატრიალონ იმიტომ, რომ ისინი პირდაპირი მსტოვრები არიან პუტინის რუსეთის საქართველოში. ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს და ძალიან საკადრის პასუხს გასცემს”, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ " არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელში, ზოგი ბერლინში" და შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ისინი "უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ". ასევე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრების ბრიუსელში გამგზავრებასთან დაკავშირებულ კომენტარში თქვა, რომ არ იცის მათი მიზნები, მაგრამ "საქართველოს სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეს ცხადია".

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე