დონალდ ტრამპი - აშშ ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას უკრაინაში ომის მოგვარების შემდეგ

აშშ ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი მოგვარდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ომის მოგვარების შემდეგ, ჩვენ ხელს შევუწყობთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ს.

მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.

„ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო ყველაზე მარტივი შესათანხმებელი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იქნებოდა. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კვლავ სჯერა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა არსებებს და რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა ევროპის მხრიდან რუსული ნავთობის ყიდვის შეწყვეტაა.

„საბოლოო ჯამში, თუ ნავთობის ფასები დაეცემა ან თუ რუსეთი ნავთობს ვერ გაყიდის, მათ სხვა გზა არ ექნებათ გარდა იმისა, რომ დათანხმდნენ. ევროკავშირის ან ნატო-ს ქვეყნები, როდესაც ისინი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, ეს არ არის საუკეთესო რამ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა