სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ხორციელდება, სადაც ის სანქცირებულ ბელარუსელ კოლეგას ხვდება - ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტს ეხმაურება, სადაც ის „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს და წერს, რომ კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია.

„საქართველოს ახლად არჩეული, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში მიმდინარეობს, სადაც ის ბელარუსელ კოლეგას ხვდება, რომელიც სანქცირებულია. ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის!“ - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის მიერ წარდგენილი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღეს. „კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, - წერს უილსონი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს