შალვა პაპუაშვილი - იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - ბრიუსელი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს

სამწუხაროდ, ბრიუსელი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, საუბარს და დიალოგს გულისხმობს - ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის აზრით, “მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ მიდგომებთან“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “მიუხედავად თავდასხმებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია“.

“ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - ასე რომ, მათი გადასაწყვეტია!

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ადამიანები, ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში, ვერ ხედავენ ქართველებს. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში.

ასე რომ, ვინც ზიანდება, ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს