საქართველოს ბანკი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუ Creator-ს იწყებს

საქართველოს ბანკი ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, პირველ მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს - Creator-ს იწყებს. პროექტის მიზანი Youtube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭერა და მათი წახალისებაა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ Youtube კრეატორს. გამარჯვებული კი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს 20 000 ლარის ოდენობით.

“კრეატორის” პირველ ეტაპზე 20 მონაწილე შეირჩევა მათგან კი შერჩეული 8 მონაწილე გააგრძელებს პროექტში მონაწილეობას. 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების, ვიდეოების ნახვებისა და მაყურებელთა რეაქციების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს.

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო).

მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.

“საქართველოს ბანკისთვის YouTube სივრცე ძალიან საინტერესოა. ჩვენ არაერთ კრეატორთან ვთანამშრომლობთ და ვუჭერთ მხარს. თუმცა, გვჯერა, რომ ამ სივრცეს წინ განვითარების გრძელი გზა აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა YouTube ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ დამწყებ და უკვე გამოცდილ კრეატორებს, შექმნან კიდევ უფრო საინტერესო კონტენტი და აითვისონ პლატფორმის პოტენციალი. ჩვენი მხარდაჭერით გვინდა ერთი მხრივ, შევამციროთ არსებული ბარიერები, მეორე მხრივ კი, ახალბედა კრეატორებისთვის შევქმნათ განვითარების რეალური შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, დაინტერესებულ ადამიანებს მივცეთ ცოდნა და შესაძლებლობა, რათა გადადგან პირველი, მყარი ნაბიჯები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ქართული Youtube სივრცის განვითარებაში“,- განმარტავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეო creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეებს კი ჟიური თავად დაუკავშირდება.

უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია