ანა გოგოლაძე 4 ოქტომბრის აქციაზე - ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, მაგრამ პარტიის ლიდერშიფი, რეგიონული წარმომადგენლობა, ამომრჩეველი ვიქნებით რუსთაველზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრის, ანა გოგოლაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციაზე მივლენ, თუმცა არ არიან ღონისძიების ორგანიზატორები და საორგანიზაციო პასუხისმგებლობას არ იღებენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, პარტია მონაწილეობდა და მიიღებს მონაწილეობას ყველა პროცესში, რომელიც „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციას ემსახურება.

„ჩვენი კოალიციის პოზიცია არის, რომ ჩვენი პარტია იღებს ყველა პროცესში მონაწილეობას, რომელიც ემსახურება „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციას და ყველა იმ პროცესში იღებს მონაწილეობას, რომელიც რაღაც ფორმით წინააღმდეგობას წევს. ჩვენი ფორმულაა, ქუჩის პროტესტების გაძლიერება, არ თანამშრომლობა. ჩვენ ვიქნებით რუსთაველზე მთელი პარტიით და კოალიციით.

არ ვემიჯნებით 4 ოქტომბრის აქციას, უბრალოდ ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დეტალებზე, მაგრამ პარტიის ლიდერშიფი, რეგიონული წარმომადგენლობა, ამომრჩეველი ვიქნებით რუსთაველზე. უბრალოდ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საორგანიზაციო საკითხებზე“,- განაცხადა გოგოლაძემ.

გოგოლაძე აცხადებს, რომ თუ 4 ოქტომბერს მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა არ დასრულდება, პროტესტი უნდა გაგრძელდეს მომდევნო დღეებშიც.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ბრძოლა თუ 4 ოქტომბერს არ დასრულდება, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ 7-ში, 8-ში და 9-შიც. ისე არ უნდა ვიოპოზიციონეროთ, რომ ჩვენვე გავაჩინოთ ნიჰილიზმი ოპოზიციურ ამომრჩევლებში“, - აღნიშნა გოგოლაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს