კახა კალაძე ოპოზიციონერების ვიზიტებზე - ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან - ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერები ქვეყნის გარედან იმართებიან და უცხოეთში პატრონებისგან მითითებებს იღებენ, მაშინ როცა მმართველი გუნდი ამომრჩევლებს ხვდება და მომავალ პროექტებზე ესაუბრება.

კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერების ვიზიტები უცხოეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს საქართველოსთან, ქართველებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დასტურია, რომ ისინი იმართებიან გარედან, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენ დავდივართ და ყოველდღიურად ამომრჩეველს ვხვდებით, ვესაუბრებით იმ პროექტებზე, რასაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ. ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ. ეს არის სხვაობა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემსახურება და ესაუბრება ქართველ ხალხს. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, აკეთებს ქართულ საქმეს. ხოლო მათ მოქმედებას, ზრახვებს ქვეყანასთან დაკავშირებით, საზოგადოება კარგად ხედავს. ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად აფასებს და როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანა მათ განაჩენი, იმავეს გაუკეთებს თვითმმართველობის არჩევნებზეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა