პაატა ზაქარეიშვილი - ბოიკოტი გამოაცხადეს პარტიებმა და არა ხალხმა - ბოიკოტის გამომცხადებელი პარტიების ყველაზე უფრო მძიმე ქცევა არის ის, რომ მათ ის დაანონსებული რევოლუცია დაამთხვიეს 4 ოქტომბერს

4 ოქტომბრის, არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ლუკაშენკოსავით დაიწყებს პატიმრების გათავისუფლებას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება” ახლა ადამიანებით ვაჭრობს.

„4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება” ლუკაშენკოსავით დაიწყებს პატიმრების გათავისუფლებას. „ქართული ოცნება” ახლა ადამიანებით ვაჭრობს, ვაჭრობს ადამიანების ჯანმრთელობით, თავისუფლებით. მე ყველას სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა, სწრაფად გათავისუფლდნენ და ყველამ უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, მათ შორის არჩევნები, რათა მოხდეს ავტორიტარული რეჟიმის მაქსიმალური დემონტაჟი, მაგრამ ლუკაშენკო რომ უშვებს პატიმრებს ციხიდან, ეს მის სისუსტეზე არ მეტყველებს, მეტყველებს იმაზე, რომ ის ძლიერია და აგერ უკვე თვით ტრამპიც კი ანგარიშს უწევს.

მგონი, ამ ფონზე რაღაც გარკვეულ დათმობებზე წავა „ქართული ოცნება”, მაგრამ არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ძლიერია. მისი აზრით, ის მოასუფთავებს საარჩევნო ციკლს იმიტომ, რომ შარშან იყო საპარლამენტო არჩევნები და ახლა არის ადგილობრივი არჩევნები და სამი წელი საქართველოში კონსტიტუციით დადგენილი არანაირი არჩევნები არ იქნება, ამიტომ შეეცდება, მაქსიმალურად მოასუფთაოს ველი”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან 4 ოქტომბრის აქციაზეც ისაუბრა.

„ბოიკოტი გამოაცხადეს პარტიებმა და არა ხალხმა. ხალხს ბოიკოტი არ გამოუცხადებია. ჩვენი ამოცანაა არა იმ პარტიებზე საუბარი, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა, ისინი კი გვეძახიან მოღალატეებს, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა, მეც შემიძლია პირი გავაღო და ვთქვა, რომ ისინი არიან მოღალატეები, მაგრამ ეს ამორალური და არასწორია. როგორ შეიძლება, ფრონტის ერთ ხაზზე მყოფ ადამიანებს უწოდო მოღალატე, ჩვენ ისევე ვხედავთ “ქართული ოცნების” რეჟიმის დემონტაჟის აუცილებლობას, როგორც ისინი.

ამ ბოიკოტის გამომცხადებელი პარტიების ყველაზე უფრო მძიმე ქცევა არის ის, რომ მათ ის დაანონსებული რევოლუცია დაამთხვიეს 4 ოქტომბერს. ეს არის ყველაზე უფრო საშინელი გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად. რევოლუცია არ გამოვა, ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, გათენდება 5 ოქტომბერი და ვნახავთ, რა იქნება, არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ მოხდება ის, რომ ისინი, გარდა იმისა, რომ გამოაცხადეს ბოიკოტი, კიდევ მეტად ეცდებიან, დაძრან მოქალაქეების დიდი ნაწილი თბილისისკენ. ეს არის ძალიან ვერაგული, უსინდისო გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ