თინა ბოკუჩავა - თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შევხვდით - მათ ესმით, რომ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს რეგიონში ვერ იქნება მშვიდობა, თუ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს

საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-სთვის და ასევე ესმით, რომ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს რეგიონში ვერ იქნება მშვიდობა თუ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, აშშ-ში, თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისა და ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ნაბიჯებს შეეხო.

„ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და მინდა დადასტურებით ვუთხრა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-თვის და ასევე ესმით, რომ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს რეგიონში ვერ იქნება მშვიდობა თუ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რომელიც ატყვევებს საკუთარ ოპონენტებს, ეს ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსისგან და შესაბამისად, ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და აშშ-თან ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია ქართველ ხალხს წარმოადგენდეს პროდასავლური, პროამერიკელი და რაც მთავარია პროეროვნული ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, მოიყვანს სისრულეში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭო პირდაპირ ანგარიშვალდებულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

„ცალკე ყურადღება დაეთმო პარტიის დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი