თბილისის მერია - ნინუების ხუთსულიანი ოჯახი „თბილისობას“ ახალ სახლში შეხვდება

ნინუების ხუთსულიანი ოჯახი „თბილისობას“ ახალ სახლში შეხვდება - თეიმურაზ ნინუას ოჯახს, რომელსაც მერიის უწყებათაშორისმა კომისიამ უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა, სოციალური საცხოვრისი გადაეცა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ნინუების ოჯახს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად ესტუმრა, ახალმოსახლეობა მიულოცა და აღუთქვა, რომ „მუნიციპალიტეტი მათ ოჯახს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მომავალშიც გაუწევს“.

„გილოცავთ. ვუერთდები თქვენს სიხარულს. ვიცი, რომ ბინას დიდი ხანია ელოდებოდით. ჩვენ, რაც შეგვიძლია, ყველანაირად გვერდით დაგიდგებით. 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავდა, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდება. წარმატებები და ყოველივე საუკეთესო მინდა, ვუსურვო თქვენს ოჯახს. ჩვენც ძალიან გვიხარია, როდესაც გახარებულ და ბედნიერ ადამიანებს ვხედავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეებით სხვებიც გავაბედნიეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნინუების ოჯახში, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ასევე, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა.

„უსახლკარო პირთა რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას წარმოადგენს. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ამ ოჯახების აღრიცხვა და მათთვის საცხოვრისების გადაცემა დაიწყო. ამჯერად, სრულად კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ბინა გადავეცით ნინუების ხუთსულიან ოჯახს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ, ნინუების ოჯახს სამგორის რაიონში, ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამოთახიანი ბინა თბილისის მერიის „უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცა.

„იმ ოჯახებს, რომელთაც თბილისის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ მინიჭებული აქვთ უსახლკაროს სტატუსი, საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით, მუნიციპალიტეტის მერიის რესურსის შესაბამისად, რიგითობის მიხედვით, ეტაპობრივად გადაეცემათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ 400 ოჯახის სრულად დაკმაყოფილების პროცესი, რომელთაც სტატუსი 2022 წლამდე მიენიჭათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა