ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის აქციაზე - რაღაც ტიპის ქაოსს შემოიტანენ, თუმცა, სახელმწიფო ძალიან მყარად დგას და ქვეყნის არევის საშუალებას არ მივცემთ- რაც შეეხება აქციაში „ლელოს“ მონაწილეობას, ისინი უფრო მეტ ფსონს რადიკალურ სცენარზე აკეთებენ

4 ოქტომბერს არაფერი გამოუვათ მიუხედავად იმისა, რომ მოდუნების საშუალება არავის გვაქვს და რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ - თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და შესაბამისად, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა „ლელოს“ განცხადებაზე, რომელიც უერთდება 4 ოქტომბრის აქციას და განაცხადა, რომ ისინიც ვერ ელევიან რადიკალურ ხაზს და „უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე“.

„რა თქმა უნდა 4 ოქტომბერს არაფერი გამოუვათ მიუხედავად იმისა, რომ მოდუნების საშუალება არავის გვაქვს და რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ. თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და შესაბამისად, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას. „ლელოს“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც შეუერთდებიან 4 ოქტომბრის აქციას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი ვერ ელევიან იმ რადიკალურ ხაზს, რა ხაზსაც მიჰყვებიან ამ წლების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქცია იმგვარად არის ჩაშლილი, რომ „ლელო“ და გახარია რაღაცნაირად უნდა გამიჯნონ ამ რადიკალიზმისგან, მაინც ვერ იმიჯნებიან და საბოლოო ჯამში იქ აღმოჩნდებიან. თან იციან წინასწარ რა შედეგიც დადგება, კუპრაძეს რომ წარადგენენ კანდიდატად რა თქმა უნდა წინასწარ იციან, რომ განწირულები არიან. პირდაპირ შეურაცხყოფაა თავიანთი ამომრჩევლისთვის და შესაბამისად უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე“, -განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის