სალომე ზურაბიშვილი ნიკა ნარსიას დაკავებაზე - მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა - ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი მოქალაქეების შიშით საკუთარ თავს ყოველთვის ამხელენ

აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს - გზის გადაკეტვის გამო „ჯარიმებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს - გზის გადაკეტვის გამო „ჯარიმებისთვის“. მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა. ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი მოქალაქეების შიშით საკუთარ თავს ყოველთვის ამხელენ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრებია.

დღეს, სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვეყანაში შემოდიოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს