კახა კალაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი - გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება

ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი, - ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მოსახლეობას მისთვის მინიჭებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში