შსს - აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა, დაკავებულია ოთხი პირი

აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა - დაკავებულია ოთხი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქის თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი: 1982 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.ც. , 2002 წელს დაბადებული გ.ზ. და 1982 წელს დაბადებული ა.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქის თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოავლინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის