ვიქტორ ორბანი - ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ლილიპუტები არიან, ევროკავშირი გაკოტრებულ ბლოკად აქციეს - ბრიუსელელი ბიუროკრატები შეშინებული ქათმებივით დარბიან

ევროკავშირი დაშლის პირასაა, ყველგან ვალი, მიგრაცია, ძალადობა და წარუმატებელი პოლიტიკაა, ევროკავშირის გემის კორპუსმა დარტყმებს ვერ გაუძლო და დაიშალა. წყალი შეედინება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ფინანსური კრიზისის, მიგრაციის, ომისა და უზარმაზარი პრობლემების ჩრდილში, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ლილიპუტები არიან, ერთად აქციეს ევროკავშირი გაკოტრებულ ბლოკად. ვალების მთები, მიგრანტების მასები, ქუჩის ძალადობა, ომის სულ უფრო და უფრო ბნელი ჩრდილები, მასობრივი გათავისუფლებები, კომუნალური გადასახადების მკვეთრი ზრდა, გაკოტრებული ოჯახები და ბრიუსელელი ბიუროკრატები, რომლებიც შეშინებული ქათმებივით დარბიან, როგორც გაუმართავი GPS-ები, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე ვერასდროს აღწევენ. ჩვენს წინაშე მთელი კონტინენტის გაკოტრებაა, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია და რომლის წევრებიც ჩვენც ვართ“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, საჭიროა ინტელექტუალური, პოლიტიკური და პირადი გამბედაობის გამოჩენა იმის გასაცნობიერებლად, რომ „დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და რომ არსებობს უკეთესი გზა“.

„ევროპა, რომელსაც ვიცნობდით და გვიყვარდა, დასრულდა. თუ ამას უარვყოფთ, დროს ვკარგავთ, თუ ამას ვიტყვით, დროს ვიგებთ“, - აღნიშნა ორბანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა