კახა კალაძე - ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება

დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაუმკლავდეს, „ქართული ოცნებაა“.

„[არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას] არანაირი შანსი არ აქვს, რადგან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რომ გაუმკლავდეს აღნიშნულ პრობლემებსა და გამოწვევებს, არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში