„თბილისობა 2025“ გრძელდება – სადღესასწაულო ღონისძიებებს ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე დაესწრნენ

დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება.

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და „თბილისობის“ მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში გამართული აქტივობები შვილებთან ერთად დაათვალიერა.

„ვულოცავ „თბილისობას“ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია დედაქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქია თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ხალხით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია ყველანაირი პირობა დასვენებისა და გართობისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, ყველას, ვინც დღეს ესწრება თბილისობის დღესასწაულს.

საღამოს, ასევე გელოდებით ევროპის მოედანზე, სადაც გალა-კონცერტი გაიმართება, გეპატიჟებით ყველას - დიდსა თუ პატარას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები გრძელდება როგორც ორბელიანის მოედანზე, ასევე რიყის პარკში. საღამოს კი, 20.00 საათზე ევროპის მოედანზე საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე