„თალიბანი“ ბაგრამის ავიაბაზასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს პასუხობს - წარსული წარუმატებელი მიდგომების გამეორების ნაცვლად, საჭიროა რეალიზმისა და რაციონალურობის პოლიტიკის გატარება

ყველა ორმხრივი მოლაპარაკების დროს შეერთებულ შტატებს განუწყვეტლივ ეცნობება, რომ ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უმთავრესია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „თალიბანის“ ხელისუფლება ავრცელებს.

„თალიბანის“ მტკიცებით, აშშ-მა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში.

„უნდა გავიხსენოთ, რომ დოჰას შეთანხმების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ან არ დაიმუქრება ძალის გამოყენებით ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თალიბანის“ განცხადებით, აუცილებელია, რომ შეერთებული შტატები ერთგული დარჩეს თავისი ვალდებულებების მიმართ.

„შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ წარსული წარუმატებელი მიდგომების გამეორების ნაცვლად, საჭიროა რეალიზმისა და რაციონალურობის პოლიტიკის გატარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ცუდი რაღაცები" მოხდება, თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლს შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს.

„თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ამშენებელს, ცუდი რაღაცები მოხდება!!!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ასევე, მან პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ავღანეთის წარმომადგენლებთან საუბრობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა