კახა კალაძე ჩუღურეთის ამომრჩეველს - ძალიან მეამაყება, რომ „ქართული ოცნება" დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება

მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, როგორი შემართება და დიდი მუხტია. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ – „ქართული ოცნება" დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. ეს თქვენი - ჩვენი მხარდამჭერებისა და თანამებრძოლების დამსახურებაა, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას.

მისი თქმით, პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს, პირველ რიგში, ითვალისწინებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქს აფერადებს ხალხი – თქვენ, თბილისელები.

მადლობა მხარდაჭერისთვის, მობრძანებისთვის. მშვიდობა საქართველოს - მეტი სიკეთე თბილისს. რომ არა მშვიდობა, დღეს ჩვენ აქ ვერ შევიკრიბებოდით და ვერ ვისაუბრებდით ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაზე.

რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს, პირველ რიგში, გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესები. იმ პოლიტიკით, რომელსაც ვატარებთ, ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლითა და ბრძოლით მოიპოვეს. ჩვენ დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ მიმდინარე პროცესები, გონიერი ხალხი ვართ ქართველები. აქამდე მოვედით ჩვენი სარწმუნოებით, ეკლესიით, ჩვენი იდენტობით, კულტურით. მე ჩემს შვილებს ვასწავლი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია სამშობლო",-განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე თბილისში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაძლიოს არსებული გამოწვევები.

"ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში რამდენი კარგი პროექტი განვახორციელეთ ყველა მიმართულებით – პარკები, სკვერები, რეკრეაციული არეალები, გზების, გამზირების მოწესრიგება, ახალი ბაღების მშენებლობა, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულების პროგრამები. ავარიული სახლების ჩანაცვლება, მაგრამ კიდევ უამრავი პრობლემა და გამოწვევაა. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, თუ რა საჭიროებებია, რა სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და, რა თქმა უნდა, გვაქვს ზუსტი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და არსებული პრობლემების მოგვარება.

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, დღევანდელ რეალობაში, არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, გაატაროს ქართველი ხალხის ინტერესები, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა”,-განაცხადა კახა კალაძემ.

ჩუღურეთის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი და საკრებულოში ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე