ირაკლი ფავლენიშვილი - სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან

სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან - ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასდროს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით, ფავლენიშვილი გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, 4 ოქტომბერს, „ყველა ვინც არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.

სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან, ბოლო წლების განმავლობაში, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასდროს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც ავტორიტარიზმს რეალურად ებრძვის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.

„4 ოქტომბრის აქციას ჩვენ ვუერთდებით და მხოლოდ ჩვენ არ ვუერთდებით, ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც უერთდება ძალიან ბევრი პოლიტიკური სოციალური საპროტესტო ჯგუფი. 4 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია იმიტომ, რომ დიქტატურის გაფორმება მოხდება თუ არა, ეს წყდება. დიახაც, ახლა წყდება საკითხი - გაფორმდება თუ არა დიქტატურა საქართველოში. ამიტომ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი, ოღონდ ქუჩის აქციის და საპროტესტო გამოსვლების კუთხით და არა იმ ფსევდო სპეცოპერაციის და იმ ფსევდო პოლიტიკური პროცესის კუთხით, რომლის შექმნასაც ივანიშვილი ცდილობს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე