თაზო დათუნაშვილი - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კადაფი გამოსულა, ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის

ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის, არც ერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს „წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი წარადგენს“.

„ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, რომლიდანაც კადაფი გამოსულა და წარუდგენია თავისი სიტყვა, ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია ამ ტრიბუნისთვის, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის, არც ერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს, იმიტომ, რომ წერა-კითხვის უცოდინარია. ამიტომ, ვაი, საქართველო, რა დღეში ხარ!“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში