ირაკლი კობახიძე - ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს სწორედ ამ ეროვნული სასახლის დამსახურებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა დედაქალაქის მერიას, პირადად დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებული გემოვნებითა და გამორჩეული ხარისხით კეთდება ხოლმე ყველა ასეთი პროექტი, აქედან გამომდინარე, პირადად მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას, თითოეული არქიტექტორს, რესტავრატორს, მშენებელს, ვინც უდიდესი პროფესიონალიზმით გააკეთა ეს უდიდესი საქმე. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ეროვნულ სასახლეს ვუსურვო დიდი წარმატებები მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა