შალვა პაპუაშვილი ვახტანგ გომელაურზე - ის არ არის პარტიულ საქმიანობაში ჩართული, წერტილი - ეკა ბესელია იტყუება, წერტილი

არ არის ის [ვახტანგ გომელაური] პარტიული საქმიანობით დაკავებული - მოკლედ, პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი. ეკა ბესელია იტყუება, წერტილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, „რა სტატუსთ იმყოფება ვახტანგ გომელაური „ქართულ ოცნებაში“.

პაპუაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად „ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გომელაური მაკონტროლებლად დაუნიშნა კობახიძეს და მდინარაძეს“. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკა ბესელია იტყუება.

„ბესელიამ რა იცი, საიდან იცის. არ არის ის პარტიული საქმიანობით დაკავებული. ასე რომ, ამ მხრივ, კავშირი პარტიული საქმიანობისა არ არის. რა თქმა უნდა, აქვთ [კომუნიკაცია], მათ შორის, თქვენ ნახეთ, ახლახან, ერთ-ერთი ფოტოც იყო. ასე რომ, რა თქმა, უნდა, კომუნიკაცია არის. მოკლედ, პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი. ეკა ბესელია იტყუება, წერტილი.

რაც შეეხება გავრცელებული ფოტოს სიუჟეტს, მგონი, იქ ცოტა სხვანაირი სიუჟეტია. კონტროლთან არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ არანაირი, ადამიანური ურთიერთობები არსებობს და ეს არანაირად კავშირში... უყურეთ, მე, მათ შორის გახლავართ პარტიის პოლიტიკური მდივანი, პარტიას თავმჯდომარე ჰყავს, ყველა ვჩანვართ პარტიაში ვინც ვართ, ვინც აქტიურად ვსაქმიანობთ პარტიაში და პარტიული საქმიანობით ვართ დაკავებული. თუ გინდათ, მე მენდეთ და თუ გინდათ, ეკა ბესელიას ენდეთ. ეკა ბესელია იტყუება, რაც არაერთხელ გაუკეთებია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ სად არის ირაკლი ღარიბაშვილი.

„ის დისტანციადა პოლიტიკიდან. მისივე განცხადება იყო, შესაბამისად, საჯაროდაც არ ჩანს. ის არც იყო საჯარო ღონისძიება, სადაც თქვენ ის ნახეთ. იყო კერძო ღონისძიება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე