იოჰან ვადეფული - ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ძირს გამოუთხრის კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის შანსს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ის მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ძალისხმევის დაწყებას.

„გერმანიისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, სავარაუდოდ, პროცესის ბოლოს მოხდება, მაგრამ ეს პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ვადეფულმა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გამგზავრებამდე.

მისი მტკიცებით, წინსვლის ერთადერთი გზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლებაა.

„ის, რაც ახლა რეგიონს სჭირდება არის: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მძევლების დაუყოვნებლივი, უპირობო გათავისუფლება“, - აღნიშნა ვადეფულმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.

„ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ საერთაშორისო სამართლის დარღვევით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ასევე ძირს უთხრის კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის შანსს. რამდენადაც ამ ეტაპზე შეიძლება ჩანდეს, მოლაპარაკებების გზით ორი სახელმწიფოს შექმნა არის გზა იმისთვის, რომ ისრაელელებმა და პალესტინელებმა შეძლონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრება“, - აღნიშნა ვადეფულმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ