გია ვოლსკი - თუკი მიხეილ სააკაშვილმა დააშავა და დარწმუნებული ვარ, რომ მან ნამდვილად დააშავა, ეს ალან გაგლოევს არანაირ შვებას არ აძლევს - მოხდა დანაშაული, ოკუპაცია და ამის თაობაზე ჩვენ სამ სასამართლოში გავიმარჯვეთ!

თუკი მიხეილ სააკაშვილმა დააშავა და დარწმუნებული ვარ, რომ მან ნამდვილად დააშავა, ეს ალან გაგლოევს არანაირ შვებას არ აძლევს - მოხდა დანაშაული, ოკუპაცია და ამის თაობაზე ჩვენ სამ სასამართლოში გავიმარჯვეთ! - ასე უპასუხა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების შესახებ ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევის გაკეთებულ მიმართვაზე დასმულ კითხვას.

ვოლსკიმ გაგლოევის მიმართავს „მანიპულაციური“ უწოდა.

„ალან გაგლოევის განცხადება მანიპულაციურია. თუკი მიხეილ სააკაშვილმა დააშავა, და დარწმუნებული ვარ, რომ მან ნამდვილად დააშავა - აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, ომი ვინ დაიწყო - ლაპარაკია დეტალებზე. აი ეს დეტალები, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა, დიდ ეჭვს აჩენს, რომ ეს უბედურება, რასაც ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ჰქვია, სწორედაც სააკაშვილის გამოისობით მოხდა, მაგრამ ეს ალან გაგლოევს არანაირ შვებას არ აძლევს, ვინაიდან ის რაც მოხდა, მოხდა დანაშაული, ოკუპაცია და ამის თაობაზე ჩვენ სამ სასამართლოში გავიმარჯვეთ - გავიმარჯვეთ სტრასბურგში და ჰააგის სასამართლოც მოვიგეთ.

ეს იმას არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი ამ სიტუაციიდან გამარჯვებული დარჩა, როცა ერთის მხრივ, რუსეთის მაგინებლის სტატუსი მოიგო და მეორეს მხრივ, რუსეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ტერიტორიები და ობიექტები დაუთმო, თავის სასახლეში ჩაიკეტა, მართვის სრული ბერკეტები ჩაიგდო ხელში და მართვის სადისტური სისტემა ჩამოაყალიბა. ერთადერთი ვინც ამ ვითარებაში წააგო, საქართველო იყო.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალან გაგლოევის განცხადებები მართებულია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გასულ კვირას ცხინვალში „რესპუბლიკის გამოცხადების 35 წლისთავი“ აღნიშნეს. სამხედრო აღლუმის შემდეგ შეკრება გაიმართა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „ღიად ვამბობთ, რომ დროა მათ, ვინც საქართველოში იპოვა სიმამაცე ეღიარებინა სააკაშვილის პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გამო, გადადგას შემდეგი ნაბიჯი - აღიარეთ სამხრეთი ოსეთი“.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა